უშვილობის, გინეკოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა უახლესი ენდოსკოპიური აპარატურის მეშვეობით, მსოფლიოში აღიარებული ქირურგების მიერ

შეავსეთ ფორმა და დაგეგმეთ პროფესიონალ ქირურგთან ვიზიტი უფასოდ

მიღების საათები

გადაუდებელი შემთხვევისთვის

577 71 17 50

თუ გაწუხებთ შემდეგი პრობლემები​

ხშირად უშვილობა სწორედ ასეთი პათოლოგიის შედეგია

ჩვენი სერვისები

ენდოსკოპია იძლევა ამოუწურავ შესაძლებლობას რეპროდუქციული და გინეკოლოგიური
დაავადებების დიაგნოსტიკისა და ეფექტური ქირურგიული მკურნალობისთვის

ნებისმიერი სირთულის ოპერაცია

ლაპაროსკოპიული ან ლაპარატომიული მეთოდი...

სიმულტანური ოპერაცია

ერთი ნარკოზის პირობებში ორი გინეკოლოგიური და ზოგად ქირურგიული ოპერაცია...

ჰისტერო-რეზოქტოსკოპია

პოლიპექტომია,მიომექტომია, ძგიდის რეზექცია, შეხორცებების გათიშვა, მეტროპლასტიკა...

ლაპაროსკოპია

ჰისტერექტომია, მიომექტომია, ცისტექტომია, ტუბექტომია, გენიტალური ენდომეტრიოზის მკურნალობა...

რატომ უნდა გვანდოთ თქვენი ჯანმრთელობა?

საერთაშორისო აღიარების მქონე ქირურგები, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
5000+ წარმატებით ჩატარებული ოპერაცია

ვართ ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი

თანამედროვე აღჭურვილობა და ხარისხის კონტროლის გარე სისტემა 2010 წლიდან

პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება

უშვილობის მკურნალობისა და ინ ვიტრო განაყოფიერების 20 წლიანი გამოცდილება

ინ ვიტრო განაყოფიერებისა და წარმატებული ოპერაციების შედეგად მსოფლიოს მოევლინა 7000+ ბავშვი

ISO სერტიფიცირების მიმდინარე პროცესი

ჩვენი ქირურგები

ზურაბ ვაშაკიძე

მეან - გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი

გიორგი დოლიძე

გინეკოლოგი, ქირურგი - ენდოსკოპისტი

რას ამბობენ პაციენტები ჩვენზე?

თაკო ჩუბუნიძე

35 წლის

8.06.2018 ეს თარიღი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარია. თქვენს კლინიკას მოვმართე დიაგნოზით საშვილოსნოს პოლიპი. გიორგი ექიმმა გამიკეთა ჰისტეროსკოპია და ნარკოზიდან გამოღვიძებულს მითხრა, რომ ჩემთვის ძალიან კარგი ამბავი ჰქონდა, შიში პოლიპისა არ დადასტურდა და ვიყავი ჯანმრთელი, ეს სიხარულის განცდა არასოდეს დამავიწყდება. არ დამავიწყდება ის თბილი გარემო რას თითოეული ექიმისა თუ ექთნისგან ვიგრძენი. მინდა მილიონი მადლობა გითხრათ და ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ, ასეთი კარგი და პროფესიონალი ექიმებისთვის, ექთნებისთვის. მადლობა გიორგი ექიმს, მადლობა თეას, რომელიც პალატაში უდიდეს ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. მადლობა ანესთეზიოლოგ შორენა ექიმს, რომელიც საოპერაციოში მწოლიარეს თავზე მადგა და თბილ ხელებს შუბლზე მისვამდა, მამშვიდებდა ხომ არ გეშინიაო. ყველას დიდი მადლობა, უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენეული სითბოსა და ყურაღებისთვის. 😊

სრულად

შორენა ღერკენაშილი

40 წლის

მეც მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ბატონ გიორგის ასევე ბატონ ზურაბს, ასევე ყველას სათითაოდ. მადლობა ყველაფრისთვის როგორ ჩამოვთვალო რამდენი სიკეთე გამიკეთეს… კლინიკა ‘ინ ვიტრომ” დამამარცხებინა სიტყვა უშვილობა. დღეს რომ ყოველი დღე მიხარია და ზაფხულის დადგომას ესე ველი ეს ყველა მათგანის დამსახურებაა… მიყვარან ყველა იქაური… ღმერთმა ბევრი ბევრი სიხარული და წარმატება მოგცეთ როგორც პირადში ასევე პროფესიულ საქმიანობაში…

 

მაია საბანაძე

39 წლის

საუკეთესო ქირურქი – ზურა ვაშაკიძე! პირადი მაგალითით და საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ ოქროს ხელები აქვს ამ ადამიანს! ამასთან ერთად ძალიან გულისხმიერი, ყურადღებიანი და თბილი ადამიანი! მადლობა თქვენ, ბატონო ზურა! 

 

ჯულიეტა კეთილაძე

27 წლის

ესეთი გუნდი მეორე საქართველოში არ არსებობს ზურა, გიორგი შესანიშნავი სამეული და დანარჩენი სხვებიც. მე მადლობას ვუხდი მათ. არასოდეს მომწყინდება ამ პერსონალზე კარგის თქმა ტითოეული თქვენთაგანი თქვენი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი ზრუნვისთვის ხართ რათა პაციენტებს თქვენი სითბო და ყურადღება არ მოაკლოთ…

 

როგორ ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე?

გადიხართ უფასო კონსულტაციას ჩვენს ქირურგთან

ვატარებთ ყველა აუცილებელ კვლევას
დიაგნოზის დასასმელად

ქირურგიული მკურნალობის დანიშვნის შემთხვევაში, ვარჩევთ ოპერაციული ჩარევის ოპტიმალურ მეთოდს

პაციენტის წინასაოპერაციო კვლევა და მომზადება ქირურგიული მკურნალობისათვის

ქირურგიული მკურნალობის დანიშვნის შემთხვევაში, ვარჩევთ ოპერაციული ჩარევის ოპტიმალურ მასშტაბს

პაციენტი სტაციონარში ატარებს 5 და მაქსიმუმ 72 საათს ოპერაციის მასშტაბიდან გამომდინარე